Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

ახალგაზრდების ჩართვა სოფლის თემებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში ცნობიერების ამაღლების გამავრცელებლების სახით

2018-03-15T00:17:23+00:0014 მარტი, 2018|
ქვეყანა: საქართველო
დონორები: გერმანიის საელჩო საქართველოში /გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პარტნიორი: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)
თემა: კლიმატი & ენერგია
ხანგრძლივობა: 10/2014 – 12/2014

პროექტის მიზანია ახალგაზრდების განათლება, როგორც აგენტების სოფლად მზის ენერგიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

დაგეგმილია შემდგომი აქტივობები:

  • აქტივობა 1: საზაფხულო/საშემოდგომო ახალგაზრდული სკოლა, რომლებიც დაინტერესებული არიან განახლებადი ენერგიით. 20 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას 8 დღიან საზაფხულო სკოლაში კლიმატის ცვლილებაზე და განახლებად ენერგიაზე.
  • აქტივობა 2: 10 განმეორებითი სემინარი დატრენინგებული ახალგაზრდების მიერ მათ თემებში, თემებზე, რომლებიც მათ ისწავლეს ტრენინგის დროს. სემინარები ინფორმაციული და ინტერაქტიულია.
  • აქტივობა 3: ტრენინგის მონაწილეების მიერ  თემის 250 წევრს შორის კვლევის ჩატარება განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაში ინვესტირების ინტერესის, ცოდნისა და მზაობის შესახებ.

ენერგოსიღარიბესთან ერთად, მოსახლეობაში ძალიან დაბალია ცნობიერება და უნარ-ჩვევები საგანმანათლებო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, რომლებიც სთავაზობენ პროფესიულ ტრენინგებს და უნარ-ჩვევების ამაღლებას მდგრად ენერგიაზე.  ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის რეგიონებს, საიდანაც მონაწილეები იქნებიან არჩეული. ენერგოდანადგარების ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული. ხშირად, დანადგარები არასწორადაა დამონტაჟებული, ამუშავებული და მოვლილი, ცოდნის ნაკლებობის გამო.

ამდენად, ეს პროექტი გააძლიერებს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების უნარებს, რათა მათ შეძლონ ააშენონ მზის კოლქეტორი და მოახდინონ მისი მონიტორინგი, ასევე აიმაღლონ ცნობიერება კლიმატის ცვლილებაზე და გენდერზე. მიღებული ცოდნა გაზიარდება სოფლის თანატოლებთან და გამოყენებული იქნება WECF-ისა და პარტნიორების პროექტებში, როგორიცაა NAMA, სადაც საჭიროა სპეციალისტების ყოლა.