Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

დუშეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშრის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გაიხსნა

2018-03-14T23:58:48+00:0014 მარტი, 2018|

30 სექტემბერს ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ” ოქსფამის კონსორციუმის სხვა წევრებთან ერთად, გახსნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები “არაგველები” და “ფუტკრის სახლი ფშავში”, რომლებიც შეიქმნა სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინასნებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინეტერსებული პირები.

კოოპერატივი „არაგველები“-ს ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დეკისა და ჩაის სხვა მცენარეული ნარევების წარმოება; აღსანიშნავია, რომ ჩაისთვის საჭირო მცენარეებს კოოპერატივის წევრები თავად აგროვებენ სოფლის შემოგარენში.

კოოპერატივი „ფუტკრის სახლი ფშავში“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება.