Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

პრეზენტაცია ტყის არამერქნული პროდუქტების ბაზრის კვლევის შესახებ

2018-03-15T00:07:00+00:0014 მარტი, 2018|

2016 წლის 6 და 7 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში“ ჩატარდება „ტყის არამერქნული პროდუქტების ბაზრის კვლევის“ პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვებიან „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ კვლევის განხორციელებაში და მის ანალიზში.

პრეზენტაციას დაესწრებიან ევროკავშირის პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების წარმომადგენლები,  ორგანიზაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ამავე პროექტში ჩართული თანამშრომლები.

სესიის განმავლობაში განხილულ იქნება  შედეგი საკითხები:

  • ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიის მიმოხილვა;
  • ტყის არამერქნული პროდუქტების მოხმარება-მსოფლიოსა და საქართველოში;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული არამერქნული პროდუქტები და მათი გამოყენების შესაძლო ფორმები;
  • არამერქნული პროდუქტები საცალო ქსელში;
  • არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები;
  • არამერქნული პროდუქტების განვითარების საბაზრო პერსპექტივები შემგროვებელი კოოპერატივებისთვის;
  • აგრო-მარკეტინგული გეგმის სტრუქტურა;
  • გაყიდვების დაგეგმვა;
  • საბრენდო სახელწოდება და შეფუთვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება გადამამუშავებელ საწარმოებთან და საცალო ქსელებთან;

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტყის არამერქნული პროდუქტი წარმოადგენს შემოსავლის წყაროს არამხოლოდ შემგროვებლებისთვის, არამედ ამ პროდუქტის გადამამუშავებელი/ექსპორტიორი საწარმოებისთვის და მოწმობს ამ ბაზრების განვითარების საჭიროებასა და პოტენციალს.