Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

პროექტი „ტყის პროდუქტების შეგროვება – ქალთა ჯგუფებისათვის ბაზრების მოპოვება

2018-03-15T00:19:47+00:0014 მარტი, 2018|

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის (Big Lottery Fund) მხარდაჭერით ახორციელებს სამწლიან პროექტს “ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება დაგადამუშავება–ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა”.

პროექტი ხორციელდება მცხეთა მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში – დუშეთი, თიანეთი და მცხეთა.

პროექტის განხორციელების არეალში დიდი რაოდენობით მოიპოვება სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული პროდუქტი, რომლის მდგრადი შეგროვება, გადამუშავება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზ ერეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ღარიბი მოსახლეობის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, სიღარიბის დაძლევას, დასაქმებისა და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნას.

პროექტით გათვალისწინებულია:

  • ქალთაჯგუფების ბაზაზე ხუთი, მინიმუმ 15 წევრიანიკოოპერატივის ჩამოყალიბება/გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივიმოსახლეობის უნარ-ჩვევების გაძლიერება ტყის არამერქნული პროდუქტის შეგროვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით;
  • ქალთაორგანიზაციული და ტექნიკური უნარჩვევების ამაღლება;
  • კოოპერატივისაღჭურვა სათანადო დანადგარებით და ხელსაწყოებით;
  • კოოპერატივებისმიერ წარმოებული პროდუქციის მარკეტინგ/მარკეტინგული კვლევა;

„სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ იწვევს დაინტერესებულ ქალთა, ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფებს, რომელთაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებად ჩამოყალიბების სურვილი, სხვადასხვა სახის ტყის პროდუქტების შეგროვების,  გადამუშავებისა და ერთობლივი მუშაობის გამოცდილება პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)

მარიკა ზარანდია – პროექტის ოფიცერი – 599 57 14 24

მარიამ სვანიძე – პროექტის მობილიზატორი – 599 13 40 80