Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

სურსათის უვნებლობასა და ხარისხის სტანდარტების შესახებ RCDA-იმ ქალაქ ხონში ტრენინგი ჩაატარა

2018-03-10T00:57:42+00:0010 მარტი, 2018|

2017 წლის 17-20 დეკემბერს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“ (RCDA) სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ქ. ხონში ჩაატარა ტრეინინგი თემაზე – “სურსათის უვნებლობა და ხარისხის სტანდარტები“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია – ფიფლ ინ ნიდ (People in Need), სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) თანამშრომლობით.

ტრენინგ მოდულის მიზანი იყო  მონაწილეების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, გაცნობოდნენ  საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე განთავსებისათვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, დაენახათ განსხვავება ამჟამინდელ და ადრე არსებულ სურსათის უვნებლობის სისტემებს შორის, შეექმნათ მკაფიო წარმოდგენა კარგი წარმოების პრაქტიკის, კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის შესახებ, შედეგად, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებენ ინფორმაციის გაზიარებას დაინტერესებული მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, ფერმერთა ჯგუფებისთვის ან კოოპერატივებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.

პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.  პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების ადვოკატირებას.